Usuari:Dato deutschland/სავარჯიშო/აჭარა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AJ. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
ზოგადი ცნობები
[modifica]აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 376 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 2: ბათუმი, ქობულეთი;
- დაბა – 7: მახინჯაური, ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო.
- სოფელი - 333.
ადგილობრივი მმართველობა
[modifica]ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (30 წევრი), რომელიც აირჩევა 5 წლით. აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო.
- უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები:
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები:
- ვახტანგ აბაშიძე
- რევაზ შამილიშვილი
- როსტომ ჯაფარიძე
- 2004-დან: ლევან ვარშალომიძე.
აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 5, სადაბო საკრებულო - 3, სოფლის საკრებულო - 56.
ეკონომიკა
[modifica]აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგების აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.
ღირშესანიშნაობები
[modifica]ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
ისტორია
[modifica]1877–78 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა ბათუმის ოლქის სახელით. 1918-20 წლებში ოკუპირებული იყო ჯერ თურქების, შემდეგ ინგლისელების მიერ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წელს დაარსდა აჭარის ავტონომიური რესუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. 1990 წლის ბოლოდან ეწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.