Usuari:Dato deutschland/სავარჯიშო/აფხაზეთი
ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას. 1992 წლის კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
- ქალაქი სოხუმი;
- გაგრის რაიონი;
- სოხუმის რაიონი;
- გუდაუთის რაიონი;
- გულრიფშის რაიონი;
- გალის რაიონი;
- ოჩამჩირის რაიონი.
199? წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის რაიონების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის რაიონი.
ზოგადი ცნობები
[modifica]ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 7: სოხუმი, ტყვარჩელი, გაგრა, გუდაუთა, გალი, ოჩამჩირე, ახალი ათონი.
- დაბა – 5: გულრიფში, ახალი ათონი, ბიჭვინთა, განთიადი, მიუსერა.
- სოფელი - 514.
ადგილობრივი მმართველობა
[modifica]დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (საკანონმდებლო ორგანო) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (აღმასრულებელი ორგანო), რომლებიც 1993 წლიდან ქალაქ თბილისშია განთავსებული.
- უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები:
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები:
- 1992-1993 - თამაზ ნადარეიშვილი;
- 199? - ზურაბ ერქვანია;
- 199?-2004 - ლონდერ ცაავა;
- 2004-დან - ირაკლი ალასანია.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა გულრიფშის რაიონის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველო პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა.
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები: